commercial-diplomacy

აღმოსავლეთ პარტნიორობა და სამხრეთ კავკასიის გეოეკონომიკა

2026-06-03

გეოპოლიტიკა ეფუძნება პოლიტიკურ და სამხედრო ძალას. მთავარი ინსტრუმენტებია დიპლომატია და უსაფრთხოება. იყენებს ალიანსებს, სამხედრო ბაზებს და სტრატეგიულ კონტროლს.

გეოეკონომიკა ეფუძნება ეკონომიკურ ძალას. მთავარი ინსტრუმენტებია ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა. იყენებს ბაზრებს და ფინანსურ ბერკეტებს.

როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს აღმოსავლეთ პარტნიორობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მომავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ანალოგიებთან:

აზერბაიჯანი

კასპიის ნორვეგია

1. ენერგორესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა: ორივე ქვეყანა ძლიერად დამოკიდებულია ნავთობსა და ბუნებრივ აირზე; ენერგია არის მთავარი ექსპორტი და ბიუჯეტის საყრდენი.

2.სახელმწიფო საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავალს აგროვებენ და აბანდებენ მომავალ თაობებში:

ნორვეგია - Sovereign Wealth Fund

აზერბაიჯანი - SOFAZ (State Oil Fund)

მსგავსება კატართან: აზერბაიჯანიც და კატარიც რეგიონულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კვანძად ითვლება.

სომხეთი

კავკასიის ავსტრია

1. მთიანი, შიდა-კონტინენტური ქვეყანა: ორივე ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი; ორივე მდებარეობს რთულ გეოგრაფიულ გარემოში.

2. სატრანზიტო დამოკიდებულება მეზობლებზე

ავსტრია: გერმანია - იტალია - აღმოსავლეთ ევროპას შორის კვანძი.

სომხეთი: საქართველო - ირანი - აზერბაიჯანი - თურქეთს შორის "მშვიდობის გზაჯვარედინი".

3. სერვისებზე ორიენტაცია: 

ავსტრია: ფინანსები, დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციები.

სომხეთი: დიასპორაზე დაფუძნებული ეკონომიკა, IT სექტორი და სერვისები.

არსებობს მომავლის სომხეთის ნაწილობრივი მსგავსება ლუქსემბურგთანაც: მცირე ეკონომიკა, სერვისებზე და ფინანსებზე ორიენტირებული სტრუქტურა.

საქართველო

შვეიცარია+ნიდერლანდები

"კასპიის ნორვეგიის" და "კავკასიის ავსტრიის" გვერდით, საქართველოს მეტაფორულად ასევე უწოდებენ "კავკასიის იტალიას": ღვინის უძველესი კულტურა - საქართველოც და იტალიაც ღვინით არიან ცნობილი; ძლიერი რეგიონული იდენტობები და კულინარიული მრავალფეროვნება; მთები, ზღვისპირეთი და მრავალფეროვანი ბუნება ერთ ქვეყანაში; სტუმართმოყვარეობისა და ცხოვრების სიყვარულის სტერეოტიპული იმიჯი.

ამასთან, საქართველოს მომავლის გეოეკონომიკური ანალოგია შვეიცარია:

1. მთიანი, ბუნებრივი "ბარიერებით" დაცული ქვეყანა: ორივე ქვეყანა რთულ გეოგრაფიაში მდებარეობს; ბუნებრივად არის "დერეფნებს შორის ჩასმული სივრცე".

2. საკვანძო მდებარეობა

შვეიცარია: დასავლეთ ევროპა - ცენტრალური ევროპა.

საქართველო: დასავლეთ აზია - აღმოსავლეთ ევროპა.

3. "შუამავლის" ფუნქცია

შვეიცარია: ფინანსები, დიპლომატია, ნეიტრალური პლატფორმა.

საქართველო: ტრანზიტი, პორტები, ენერგოდერეფნები, ლოგისტიკური კარიბჭე - ნიდერლანდების ელემენტი.

ამსტერდამის და ციურიხის ბირჟების ანალოგები საქართველოს მომავალია.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო პოეტური და პოპულარული შედარებებია, ვიდრე მეცნიერული ან პოლიტიკური კლასიფიკაცია. რეალურად, სამი კავკასიური ქვეყანა უნიკალურია და არცერთი ევროპული ქვეყნის ზუსტი ანალოგი არ არის. თუმცა, საბაზრო ეკონომიკის დაკანონების და ევროპულ კანონმდებლობასთან თავსებადობის მიღწევის შემდეგ გამორიცხულიც არაფერია.

ზურაბ მაღრაძე