
2026-05-29
ოთხი აზიური ვეფხვი — ტერმინი, რომელიც გამოიყენება სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად. ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სახრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში.
ირლანდიამ “აზიური ვეფხვების“ მსგავსი ეკონომიკური განვითარების გზა განვლო, ამიტომ კელტური ვეფხვი უწოდეს. ხოლო ტერმინი ბალტიური ვეფხვები გამოიყენება ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ეკონომიკის აღსანიშნავად.
XXI საუკუნე სამყაროს მრავალპოლარულ ცვლილებებს უკავშირდება: კოლუმბის ერადან - აბრეშუმის გზამდე.
ქვის ლომი
აბრეშუმის გზამ სომხეთში ხელი შეუწყო ქრისტიანული, სპარსული, არაბული და ბიზანტიური კულტურების ურთიერთგავლენას. შუა საუკუნეებში სომეხ ვაჭრებს დიდი გავლენა ჰქონდათ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობაში. თანამედროვე სომხეთის მომავალია პროექტი "მშვიდობის გზაჯვარედინი", გიუმრის მშრალი პორტის საკვანძო როლით.
ცეცხლოვანი ვეფხვი
კასპიის ზღვის მთავარი კვანძი, ალიათის პორტით და ენერგომატარებლებით. აქ გადიოდა საქონელი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ. ქვეყანაში ისტორიულად ერთმანეთს ხვდებოდა თურქული, სპარსული, არაბული და ევროპული კულტურების გავლენები..
კავკასიური პანთერა
სავაჭრო დიპლომატიის და შავი ზღვის გასასვლელი კარიბჭე ევროპისკენ. ოქციდენტისა და ორიენტის ჰარმონიული შერწყმის ცენტრი, სადაც ვრცელდებოდა აღმოსავლური და დასავლური კულტურა, რელიგია, მეცნიერება და ხელოვნება. შუა საუკუნეებში იცავდა სავაჭრო გზების უსაფრთხოებას, რაც მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობდა ხელს. დღეს ევროკავშირის ასპირანტი და "რკინის აბრეშუმის გზის" (BTK) ქვეყანა.
ელეგანტური, მოქნილი, ამაყი და იდუმალი "კავკასიური პანთერა", ენერგიული "ცეცხლოვანი ვეფხვი" და კლდეში ნაკვეთი ნებისყოფის მონუმენტური "ქვის ლომი" - ცივილიზაციური სიმბოლოების, TRACECA-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამედროვე კავკასიური ვეფხვები - ნიშნავს კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზის აღდგენას.
გეოეკონომიკა
ფრანგი მოაზროვნის და EBRD-ის პირველი პრეზიდენტის, ჟაკ ატალის ხედვით, გლობალიზებულ სამყაროში საზღვრები კარგავს თავდაპირველ მნიშვნელობას. ამის ნაცვლად, წინა პლანზე გამოდის სივრცის ეკონომიკური ათვისება და შემდეგი სტრატეგიული კერების კონტროლი:
● მსოფლიო ბირჟებისა და ფინანსური ცენტრების მდებარეობა;
● სტრატეგიული რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის კონტროლი;
● გლობალური საინფორმაციო და ტექნოლოგიური ჰაბების განთავსება.
ატალის თანახმად, ცივი ომის დასრულების შემდეგ ძველი გეოპოლიტიკა ჩანაცვლდა გეოეკონომიკით, სადაც სახელმწიფოების ბრძოლა გავლენისთვის ხორციელდება არა ტერიტორიების მიტაცებით, არამედ ეკონომიკური ბერკეტებით, ინვესტიციებით, კაპიტალის მიმოქცევითა და გლობალურ ბაზარზე უპირატესობის მოპოვებით.
ატალის მიერ რეკომენდებული სტრატეგიული კერები და მათი განლაგება, ახალ, მრავალპოლარულ სამყაროში, ევროპასა და აზიას შორის ჰარმონიული წესრიგისთვის, კავკასიური ვეფხვების მომავალია:
● მსოფლიო ბირჟები - საქართველო
● წიაღისეულების მართვა - აზერბაიჯანი
● ტექნოლოგიური ჰაბები - სომხეთი
ზურაბ მაღრაძე