commercial-diplomacy

აზიური წარმოების და ევროპული ვაჭრობის სინქრონი საქართველოშია

2026-03-14

2021 წლის ნოემბერში აზიის განვითარების ბანკმა შემდეგი სახის რეკომენდაცია გასცა: "საქართველოს ყველაზე მეტად აწყობს სარკინიგზო სექტორის და საზღვაო პორტების განვითარება." ხოლო 2023 წლის დეკემბერში, მსოფლიო ბანკმა შემდეგი რეკომენდაცია გასცა: "საქართველოს საზღვაო პორტების სიმძლავრის გაფართოება და სარკინიგზო ოპერაციების გაუმჯობესება სჭირდება."

ახლა როდესაც, ორმუზის სრუტეში საომარი ვითარებაა, საწვავის ფასები იმატებს და სარკინიგზო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდი ხდება, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის და მომსახურების მზაობა არ გააჩნია.

მომზადება დაიწყება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, როცა ქვეყანაში დაიწყება საბაზრო ეკონომიკის დაკანონება. რის შედეგადაც დამოუკიდებელ ბირჟებზე შეიქმნება თავისუფალი საინვესტიციო ნაკადები, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე ევროპელი ინვესტორების მონაწილეობით. ამის შემდეგ გაჩნდება საჭიროება ქვეყანაში ლოგისტიკური ტერმინალების, DATA ცენტრების, განახლებადი ენერგიების და ახალი ინდუსტრიების შექმნის, ანუ პროცესი მოექცევა სამართლიან ევროპულ წესრიგში.

ეს მოხდება, რადგან ევროკავშირი ერთის მხრივ შუა აზიის წიაღისეულ მინერალებში ახორციელებს მსხვილ ინვესტიციებს, ხოლო მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის წესრიგს ავითარებს ინდოეთთან და ინდოჩინეთთან.

ეს მოხდება, რამეთუ აზიის განვითარების ბანკში (და მსოფლიო ბანკშიც) იციან, რომ საქართველოს გავლით, აზიაში გენერირებული ტვირთების შემსყიდველი არის ევროპა. სწორედ ამიტომ არსებობს ევროკომისიის 9 რეკომენდაცია საქართველოსთვის, რადგან საქართველოა მთავარი კარიბჭე აბრეშუმის გზაზე. შესაბამისად, აზიური ბანკის და ევროპული კომისიის რეკომენდაციები ერთურთთან სინქრონშია, რომელიც საქართველოს მიერ უნდა შესრულდეს.

"ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ. უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ," - გრიგოლ რობაქიძე, მწერალი.

ზურაბ მაღრაძე, დოქტორი