News

უკრაინა ევროპული ლიანდის სტანდარტზე გადადის

2025-03-23

რუსეთის მხრიდან უკრაინის ნავსადგურების ბლოკირებამ, საექსპორტო საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად უკრაინას ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა, რამაც დღის წესრიგში დააყენა საკუთარი სარკინიგზო ქსელის ევროპული ლიანდის სტანდარტზე ეტაპობრივი გადაყვანა.

სავარაუდოდ ყველას უჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ევროპული რკინიგზის ლიანდის სიგანე -1435 მმ, ხოლო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების – 1520 მმ.

ევროპულსა და საბჭოთა ლიანდებს შორის განსხვავებას გეოპოლიტიკური ახსნა გააჩნია. მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიაზე  ევროპული სამყაროს მოსალოდნელი თავდასხმის პირობებში, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს შეადგენდა მათი მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ჯარების სწრაფი გადმოსროლის შეზღუდვა. ამიტომ, რუსეთმა შეიმუშავა ლიანდის სიგანის საკუთარი სტანდარტი, რომელიც შემდგომში საბჭოთა რესპუბლიკების რკინიგზებზეც აისახა.

ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესში, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის ლიანდის სიგანეებს შოორის განსხვავება მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა. ლიანდის სიგანეების განსხვავების გამო ევროპულ ლიანდზე გადასვლის აუცილებლობის წინაშე  პირველად ბალტიის ქვეყნები დადგნენ.

მიუხედავთ რუსეთის მხრიდან მრავალი წინაღობისა, ბალტიის ქვენებმა სადღეისოდ წარმატებით გადაჭრეს პრობლემა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ანვითარებენ ევროპული ლიანდით ბალტიის ქვეყნების ევროპულ სივრცესთან დამაკავშირებელ Rail Baltic-ის პროექტს.

რუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად უკრაინა აღმოჩნდა რთულ პირობებში. კერძოდ თუ ომამდე უკრაინის საექსპორტო პროდუქციის 70% გაედინებოდა საზღვაო ნავსადგურების გავლით, საომარი მოქმედებების პირობებში, ნავსადგურების ბლოკირების შედეგად უკრაინის ძირითადი საექსპორტო პროდუქციის - ხორბლის და ლითონის მხოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად, აუცილებელი გახდა სახმელეთო მიმართულებებით დუნაის მიმდებარე ნავსადგურებამდე ექსტრადირება.

დუნაის ნავსადგურებში უკრაინის ექსპორტის მოცულობის ზრდამ გამოიწვია მათი გადატვირთულობა. ხშირია შემთხვევები როდესაც კონსტანცას ნავსადგურში დატვირთვის მოლოდინში 100 გემისგან შემდგარი რიგია.

ანალოგიური გადატვირთულობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა უკრაინის სარკინიგზო ქსელი.  პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან და მოლდოვასთან დამაკავშირებელი თერთმეტი სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელი მუდმივად გადატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს. ხშირია შემთვევები როდესაც საშუალოდ 15 -18 დღე ყოვნდება ტვირთი სასაზღვრო გადასასვლელებზე.

ზემოთ აღნიშნული სიძნელეების გადასალახად უკრაინა პრიორიტეტულად ვარაუდობს სასაზღვრო გადასასვლელებზე ევროპული ლიანდის დაგებას, რაც შეამცირებს საზღვრებზე მოცდენების დროს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობას.

გარდა ამისა, პრიორიტეტულად განიხილება ევროპული ლიანდის სტანდარტის პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე დაგება. შემდეგ მისი გავრცობა უკრაინის მთელ ტერიტორიზე. რითაც უკრაინა ვარაუდობს გაზარდოს ევროკავშირში ტვირთების ექსპორტთან ერთად მგზავრთნაკადი. სადღეისოდ აქტიურად განიხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ევროპული ლიანდის სისტემის გაფართოების საკითხი, მაგრამ ძირითადი დაბრკოლება ფინანსებია. მიუხედვად ამისა, განიხილება ლვოვი – კიევი, ლვოვი –  ოდესა და ლვოვი – კრივოის როგის ძირითადი მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ ბლოკირებული ნავსადგურების გახსნის შემთხვევაში ეს მიმართულებები მოთხოვნადი იქნება.

ლვოვიდან – კიევამდე (572 კმ) ევროპულ ლიანდზე გადასვლის  ღირებულება ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს, კილომეტრზე საშუალოდ 800 ათასი ევრო. ევროპული ლიანდის კიევამდე მიყვანის, შემდეგ ოდესის მიმართულებით გაფართოების სავარაუდო ღირებულება 2 მილიარდი ევროა.

უკრაინის რკინიგზის  20 000 კმ განფენილობის, სრულად ევროპული ლიანდის სტანდარტზე გადაყვანას დასჭირდება 20 წელიწადი და 250 მილიარდი ევრო.

ბუნებრივია ასეთი ფინანსური სახსრების მობილიზება უკრაინისთვის დღევანდელ რთულ მდგომარეობაში წარმოუდგენელია.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ევროპული ლიანდის ექსპლოტაციაში გაშვება თანხვდენილი იქნება სიძნელეებთან, რადგანაც სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარდა აუცილებელი იქნება ძვირადღირებული მოძრავი შემადგენლობის შეძენა.

უკრაინის რკინიგზის ევროპულ ქსელებში ინტეგრირების არსებული ადაპტირებული ვარიანტის გარდა, როდესაც სასაზღვრო პუნქტებში ხორციელდება ურიკების შეცვლა, უკრაინამ ევროპულ სივრცეში მოსახვედრად დაიწყო შეთავსებული ლიანდაგის კონსტრუქციის დაგება, პირველად, უჟგოროდ – ჩოპის (უნგრეთის საზღვარი) უბანზე. ასეთი ტიპის შეთავსებული ლიანდი, გამოყენებულია პოლონეთი – ლიეტუვა – ლატვია – ესტონეთის Rail Baltic-ის მიმართულებით.

ამ სახის ლიანდის დაგებით თავიდან იქნება აცილებული ურიკების შემცვლელ სადგურზე ძვირად ღირებული ოპერაციები და მოძრავი შემადგენლობის გადატვირთვის ოპერაციებისათვის აუცილებელი ტერიტორიები. ერთი კილომეტრი შეთავსებული ლიანდის დაგების ღირებულება 2.2 მლნ დოლარს შეადგენს.

2023 წლიდან უჟგოროდიდან – ჩოპამდე (უკრაინა – უნგრეთის საზღვარი) მიმდინარეობს შეთავსებული ფართო და ევროპული 1520/1435 მმ ლიანდის დაგება. ამ პერიოდისათვის 22 კმ უბნის 8,5 კმ-ზე დაგებულია შეთავსებული ლიანდი.

ევროპულ ლიანდზე გადასვლის კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს ე.წ. იბერიული ლიანდი – 1668 მმ, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოიყენება და ე.წ. საბჭოთა ლიანდზე ფართოა.

ესპნელებმა გამოიგონეს ტექნლოგია, რომელიც წარმატებით გამოიყენება  საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ლიანდის სიგანის შესაბამისად, მოძრავი შემადგენლობის 15 კმ/სთ მოძრაობისას წყვილთვალის ავტომატიურად გაფართოვება ან შემცირება.

2024 წელს ესპანეთის და უკრაინის მთავრობების მოლაპარაკების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილაბა, უკრაინის რკინიგზაზე ესპანური ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ. ესპანული ტექნოლიგიის გამოსაყენებლად, აუცილებელი არ იქნება ლოკომოტივების, სამგზავრო და სატვირთო ვაგონების შეცვლა. საჭიროა მხოლოდ მოძრავი შემადგენლობის ურიკების შეცვლა, რომელიც აღჭურვლი იქნება წყვილთვალის ავტომატური გაფართოების და შევიწროების სისტემით.

უკრაინა ოდიდგანვე ცნობილია სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დამზადების ტექნოლოგიებით. გარდა ამისა ათასობით სატვირთო და სამგზავრო ვაგონი გააჩნია და ეს ფაქტორი გააიაფებს ესპანური კონსტრუქციის გამოყენებას.

ინფო: transcor.ge