
2026-05-31
კასპიის ზღვაზე ტვირთბრუნვის და შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, თურქმენეთის გემთმშენებელ ქარხანაში ახლახან აშენებული და თურქმენეთისთვის განკუთვნილი მშრალი ტვირთმზიდი გემი - Gadamly, თურქმენბაშიდან ალიათის მიმართულებით ექსპლუატაციაში გაეშვა. გემის ტვირთამწეობა 6100 ტონას შეადგენს, კომბინირებულია და 240 ერთეული TEU კონტეინერის გადაზიდვისთვისაა განკუთვნილი.
მაისის დასაწყისში ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ BSY-მ და ყაზახეთის რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ KTZ Express Shipping-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში ყაზახეთისთვის ორი მშრალი ტვირთმზიდი გემის, თითოეულის 537 TEU კონტეინერის ტევადობით, მშენებლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი კასპიის ზღვაზე, ყოველწლიურად ამატებს საკონტეინერო გემებს. სადღეისოდ ყაზახეთის ნაციონალური საზღვაო გადამზიდავი კომპანია :კაზმორტრანსფლოტი“ სამ საკონტეინერო და ერთ კომბინირებულ (მშრალტვირთმზიდი /კონტეინერმზიდი) გემს უწევს ექსპლუატაციას. ოთხი კონტეინერმზიდისგან შემდგარი ფლოტი, გაზრდილი ტვირთების ასათვისებლად, სადღეისოდ საკმარისი არ არის.
ამასთანავე, უზბეკეთი, როგორც ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო, საკუთარი საზღვაო ფლოტის ჩამოსაყალიბებლად, აქტიურად გეგმავს აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გემთმშენებელ ქარხნებში გემების ასაგებად შეკვეთების განთავსებას, რისთვისაც ახლახან ოფიციალურად, საზღვაო სახელმწიფოდ დარეგისტრირდა [transcor.ge]
***
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დასაჩქარებლად საგზაო რუკა მომზადდება. [europetime.eu]
***
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა. [bp.ge]
***
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელების შესახებ. [businessinsider.ge]
***
"სომხეთი მზად არის, შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, ექსპორტი რუსეთიდან სრულად ევროკავშირში გადაამისამართოს." - სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, გევორგ პაპოიანი. [facebook: World Military/ანალიტიკა]
TRACECA.GE