News

საქართველოს მშპ-ში სატრანსპორტო სექტორის ხვედრი წილი

2025-04-25

იმ ვითარებაში, თუ ქვეყნის მშპ-ში სატრანსპორტო სექტორის პროცენტული თანაფარდობა მცირდება, ეს პროცესი მიუთითებს სატრანსპორტო სფეროში ინვესტიციების შემოდინების  სიმწირეზე, რაც საბოლოოდ სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის არაჯეროვნათ ათვისებაზე აისახება. ეს ყოველივე იწვევს ქვეყნის მიერ აღიარებული, მისი ერთ – ერთი პრიორიტეტის – შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის და მიმზიდველობის დაქვეითებას.

თუ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნის  მშპ-ში  ტრანსპორტის სეგმენტის წილს  გავაანალიზებთ (იხ. დიაგრამა), დავინახავთ, რომ 2010 – 2012 წლებში ტრანსპორტის წილი მშპ-ში 7%-ს აჭარბებდა და ყველაზე მაღალი იყო ბოლო 15 წლიან ინტერვალში. 2016 - 2018 წლებში ტრანსპორტის წილი მშპ-ში – 6%-იან ნიშნულს ჩამოსცილდა.

ასეთი ტენდენცია მიუთითებს სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიების შემოდინების დეფიციტზე.

ასეთი მიდგომა, ნაწილობრივ არ ეხება ნავთობის და გაზის რესურსების ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს. მიუხედავათ იმისა, რომ აზერბაიჯანი ენერგორესურსების მრეწველობას ავითარებს,  2024 წელს ტრანსპორტის წილმა მშპ-ში 6.7% შეადგინა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე ბევრად მაღალია.

საქართველოში 2024 წელს ისედაც შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან - 1.3 მილიარდი დოლარი, ტრანსპორტის დარგში ჩადებულმა ინვესტიციამ –  97 მლნ დოლარი, საერთო ინვესტიციის მხოლოდ 7% შეადგინა, რაც სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის უაღრესად დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყნის მშპ-ში ტრანსპორტის წილის დაბალ მაჩვენებელს, ინვესტიციის სიმწირის გარდა, დაანონსებული და დროში რამდენჯერმე გადავადებული, ფინანსურად ტევადი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განაპირობებს, რაც დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითების გარდა ქვეყნის “საყდენი ინფრასტრუქტურის” მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევას იწვევს.

პირველ რიგში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუსტურული პროექტი გვაქვს მხედველობაში, თუნდაც აღმოსავლეთ – დასავლეთ 430 კმ-იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი, რომლის განხორციელება 2006 წელს დაიწყო, სხვადასხვა მთავრობების პირობებში  5-ჯერ გადავადდა  დასრულების ვადები და 19 წლის შემდგომ ჯერ კიდევ გაურკვეველია პროექტის საბოლოოდ დასრულების ვადა.

ასევე, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის პროექტი, რომლის განხორციელება 2008 წელს დაიწყო და დღესაც 17 წლის შემდგომ, სარკინიგზო მაგისტრალი შეზღუდული შესაძლებლობით ფუნქციონირებს.

ქვევით წარმოდგენილია ბოლო 10 წლის განმავლობაში დაანონსებული და განუხორციელებელი, ასევე, მიმდინარე – “დროში გაჭიანურებული” – 50 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტების ჩამონათვალი:

ანაკლიის ნავსადგური და სპეციალური ეკონომიკური ზონა   – “ანაკლიის სითი”.

ანაკლიის ნავსადგურთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის და სადგურის მშენებლობა

შემოვლითი რკინიგზისათვის ახალი ფუნქციის მინიჭება.

ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეების გაფართოება.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის სარკინიგზო მდგენელის დამატება.

თბილისის სიახლოვეს კუმისთან  და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობა.

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ – დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარება.

რკინიგზის უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტის  დასრულება.

ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ტვირთების გატარებების შესაძლებლობობის გაზრდა.

თბილისის მეტროსადგურების დამატებითი ამოსასვლელების აღდგენა (ახმეტელის მეორე ამოსასვლელის პროექტი).

თბილისში ეკოლიგიურად სუფთა – ტრამვაის სატრანსპორტო ქსელის განვითარება.

თბილისში მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება.

საერთაშორისო სტანდარტების მეტროს  ვაგონის განახლება.

თბილისის მეტროსადგურების მოდერნიზაცია.

წნორი – სიღნაღის საბაგირო გზის  აღდგენა.

ლენტეხი – მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა.

სამტრედია –  გრიგოლეთის საავტომობილო  მონაკვეთის დასრულება, დაზიანებული ხიდის აღდგენა.

ანაკლიის და ფოთის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი სამტრედია – ზუგდიდის შემოვლითი გზის მშენებლობა.

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა.

ჩუმათელეთი – ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებლობა.

ბათუმი – სარფის საავტომობილო გზის  მშენებლობა.

თბილისი – რუსთავის ავტობანის მშენებლობა.

ნატახტარი – ჟინვალის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია.

რუსთავი – წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობა.

რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა.

საირმე – აბასთუმანის საავტომობილო გზის მშენებლობა რეაბილიტაცია.

გრიგოლეთი – ფოთის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია.

ბაკურციხე – წნორის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია.

წნორი – ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია.

გურჯაანი (ჩუმლაყი) – თელავის შემოვლითი გზის მშენებლობა.

ხულო-გოდერძის უღელტეხილის საავტომობილო გზის დსრულება.

სნო – როშკა – შატილი – ომალო – ხადორი – ბაწარა – ახმეტის „მთის გზები“ საავტომობოლო გზის მშენებლობა.

რკინიგზის სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლება.

კახეთის რკინიგზის აღდგენა.

თელავის აეროპორტის  გაფართოება.

ომალოს აეროდრომის პროექტის განნხორციელება.

ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის მოწყობა.

დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობა.

თბილისში სამგორი – ვაზისუბანი, ახმეტელი – თემქა და სამება – მახათის მთა საბაგირო გზების მოწყობა.

ლილო – სამგორი – აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობა.

თბილისში ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის მოწყობა.

ვეფხვი და მოყმის „დაკიდული“ ხიდის მოწყობა.

„იმერეთის აგროზონის“ პროექტი – სასაწყობო მეურნეობის განვითარება.

საკონტრეილერო სარკინიგზო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტი.

„შტადლერი“ს მატარებლების მომსახურების ცენტრი.

ბათუმში ბელორუსული ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმო.

თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრების განთავსება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომის მოწყობა.

თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში 8Е1А ელმავლების გამოშვება.

ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ – ჩინური საწარმოს ამოქმედება.

დასკვნის სახით – ქვეყნის მშპ-ში სატრანპოტრო სექტორის პროცენტული მდგენელის შემცირება, პირველ რიგში ინვესტიციების სიმცირით და ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების დროში გაჭიანურებითაა განპირობებული.

transcor.ge