
2025-04-22
21 აპრილს, ბანგკოკში მიმდინარე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) 81-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რობერტ აბისოღომონიანმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ზოგად დებატში სახელწოდებით “აქტუალური და განვითარებული პოლიტიკის საკითხები ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისათვის აზიისა და წყნარი ოკიანის რეგიონში”.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რობერტ აბისოღომონიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა აზრთა გაცვლაზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, მიმდინარე გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სომხეთსა და UNESCAP-ს შორის დამყარებულ თანამშრომლობას მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ურთიერთდაკავშირების სფეროებში.
მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 2026 წლის COP17 ბიომრავალფეროვნების კონფერენციის ჩატარებას ერევანში, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში თანამშრომლობისთვის. ხაზი გაესვა, რომ სომხეთმა, როგორც კონფერენციის მასპინძელმა ქვეყანამ, მიიღო ინკლუზიური მიდგომა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
სომხეთის მიერ მიღებულ სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს წარუდგინა სომხეთის მთავრობის კონცეფცია „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ და ხაზი გაუსვა მის პოტენციალს, როგორც ეკონომიკური ურთიერთკავშირის უზრუნველყოფისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვან გარანტიას როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.