
2025-04-08
საქართველოს ბანკის ეგიდით გრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორქშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები.
შეხვედრა განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მეწარმეებისთვის, იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესებისთვის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიებისთვის — მათთვის, ვისთვისაც ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირება და ამ პროცესში შეღავათების მიღება მნიშვნელოვანია.
შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს, 17:00 – 18:30 საათზე, საქართველოს ბანკის სივრცეში ბიზნესისთვის — 4B (ა. ყაზბეგის გამზ. №15.)
ვორკშოპს გაუძღვებიან Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ირაკლი დანელია და Hegelmann Multimodal Georgia კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სალომე დანელია.
მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
TRACECA.GE