News

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე მემორანდუმი გაფორმდა

2025-10-02

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელ რავშან რუსტამოვზე დაყრდნობით წერს.

“VII საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნეს ფორუმის New Silk Way-ს ფარგლებში, რომელიც ყაზახეთში მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებთან „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გავაფორმეთ. დოკუმენტში გაწერილია BTK-ს უფრო სწრაფი, მდგრადი და ამავე დროს კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო ხაზის განვითარებისთვის ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები.

ჩვენი მთავარი მიზანი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სტაბილური და განჭვრეტადი მუშაობის ფორმირება, ტვირთის გადამზიდავებისთვის პირობების გაუმჯობესება და გადაზიდვების მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა.

bm.ge