News

ყაზახეთი და უზბეკეთი საზღვარზე ცენტრალური აზიის ინდუსტრიულ ცენტრს გახსნიან

2025-02-15

ყაზახეთი აპირებს შექმნას ცენტრალური აზიის საერთაშორისო სამრეწველო თანამშრომლობის ცენტრი უზბეკეთთან საზღვარზე.

ამ ინიციატივის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებულია ქვეყნის პარლამენტის, მეჯლისის მიერ, იუწყება The Caspian Post უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.

დოკუმენტების მიხედვით, ცენტრი განთავსდება გულისტანისა და ატამეკენის საგუშაგოების მიდამოში. მის ტერიტორიაზე იგეგმება სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის საწყობების, ტერმინალების და გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა. პროექტში მონაწილეობის სურვილი ჩინელმა ინვესტორებმა გამოთქვეს.

ცენტრის ამოქმედება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდას. წინასწარი სტატისტიკით, 2024 წლის ბოლოსთვის ის 4,3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 

ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნება ორი მმართველი კომპანია, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ცენტრის მუშაობის ორგანიზებაზე თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მოსალოდნელია, რომ ცენტრალური აზიის ცენტრი 2027 წელს გაიხსნება. ის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფორმატში იმუშავებს.

წყარო: caspianpost.com