
2025-04-26
ყარსი-ერზურუმის მარშრუტზე პირველი ტურისტული ექსპრესმატარებელი 2023 წლის იანვარში გავიდა. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ანატოლიაში ტურიზმის სტიმულირების მიზნით ამოქმედდა, რაც ანკარასა და ყარსს შორის ტურისტული „აღმოსავლეთ ექსპრესის“ მიმართ მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ანკარა-ყარსის ექსპრესი რამდენიმე წელია, კურსირებს.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ყარსი-ერზურუმის ტურისტული ექსპრესი ზამთრის სეზონზე მოგზაურობის მზარდ მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს.
მატარებელი ყარსიდან ადგილობრივი დროით 07:20 სთ-ზე გავა და ერზურუმში 11:10 სთ-ზე იქნება, ხოლო ერზურუმიდან უკან 14:55 სთ-ზე გამოვა და ყარსში 18:45 საათზე ჩავა. მარშრუტზე ექსპრესმატარებელი მხოლოდ ყარსის რეგიონის სოფელ სარიკამიშის სადგურზე გაჩერდება.
ტურისტული ექსპრესი 234 მგზავრზეა გათვლილი, ხოლო ბილეთების შეძენა ინტერნეტის, მობილური აპლიკაციებისა და რკინიგზის სადგურების სალაროებში არის შესაძლებელი.
ინფო: bpn.ge