
2025-02-22
მსოფლიო ბანკის
2030 წლის ოპტიმისტური სცენარით, შუა დერეფანში საქართველოს ტვირთის მოძრაობა 52%-ით
გაიზრდება“ - ამის შესახებ PMCG-ის ახალ კვლევაშია საუბარი.
საპორტო ტარიფებს
მთლიანად შუა დერეფნის ტარიფებთან შედარებით დაბალი წილი აქვს - APM ტერმინალს ფოთი.
ქართული სანაოსნო
კომპანია E60 Shipping Line, რომელიც რუმინეთის მიმართულებით ოპერირებს და მალე ბულგარეთის
მიმართულებასაც დაამატებს, საზღვაო ფლოტის ზრდას გეგმავს. როგორც E60 Shipping
Line-ს კომერციული დირექტორი მიხეილ ბაბუნაშვილი მედიასთან ამბობს, კომპანია მეორე
ხომალდის შეძენაზე ინტენსიურად მუშაობს და წლის ბოლომდე უკვე ორი საკუთარი საზღვაო
ხომალდით იქნება წარმოდგენილი.
British
Airways-ი და EasyJet-ი საქართველოში მარტის ბოლოდან იფრენენ - გარეტ უორდი, დიდი ბრიტანეთის ელჩი
საქართველოში
Tbilisi
Logistics Center-ი მეორე საწყობის მშენებლობას მარტის ბოლომდე დაასრულებს, ინვესტიცია
6 მლნ დოლარია. ახალი A კლასის საწყობის მშენებლობა 12000 კვადრატულ
მეტრზე აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ საწყობში 24000 ევრო პალეტის
განთავსება იქნება შესაძლებელი.
2024 წელს ბათუმის
საზღვაო პორტი 3.6 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია,
რომ პორტი მოემსახურა 1.8 მლნ ტონა ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რაც 2023 წელთან შედარებით
12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 1.8 მლნ ტონა საბორნე ტვირთი იყო, აქ ზრდა 5.9%-ია. 16.3%-ით შემცირდა
პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 91 200 ერთეული შეადგინა. მთლიანობაში
პორტმა 552 გემი მიიღო, 41 გემით ნაკლები 2023 წელთან შედარებით.
ამიერკავკასიის
რეგიონში პირველად სატვირთო და კომერციული ავტომობილების, ასევე ავტობუსების მომსახურება
ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მრავალფუნქციური სერვისცენტრი “თეგეტას“ ბრენდის ქვეშ თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული. გერმანული
მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ
ავტომობილებსაც მიღებს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 80
მილიონ ლარს აჭარბებს.
აზერბაიჯანის
სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის მილსადენით, ყაზახეთში
„კაშაგანის“ საბადოზე მოპოვებული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო.
„ეიპიემ ტერმინალს
ფოთმა” ფოთის საზღვაო ნავსადგურის განათების პროექტი დაასრულა, რომელიც 2 მილიონი აშშ
დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა.
1-ელი თებერვლიდან
EU-ს მხარდაჭერით საქართველო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი ხდება. საქართველო შეუერთდება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ
- საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას. აღნიშნულ
კონვენციებში გაწევრიანებით, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში
წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის
გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (დიდი
ბრიტანეთი, თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია,
საერთო ჯამში 36 ქვეყანა).
ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკის (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის
ფონდის (UK Good Governance Fund) ხელშეწყობით საქართველოს ნავსადგურებში,
წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი. საქართველოს
საზღვაო დარგის 400 ზე მეტი მონაწილე უკვე იყენებს ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას, რომელიც
გამორიცხავს დოკუმენტაციის ხელით მიმოცვლას, ზრდის ოპერაციათა გამჭირვალეობას და აუმჯობესებს
აგენტებს შორის ურთიერთამოკიდებულებას.
რუმინეთში, ქ.
ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის
ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green
Energy Corridor Power Company - GECO POWER COMPANY რეგისტრაციის პროცესი. საწარმო ამ
ეტაპზე, მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება
დაკავებული.
ფოთის ნავსადგურში
ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი წელს ამოქმედდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მლნ დოლარია. ტერმინალი განთავსებულია
8 ჰექტარ ფართობზე, მისი წლიური სიმძლავრე – 80 000 TEU. ერთდროულად შესაძლებელია საკონტეინერო
მოედანზე 6 000 TEU ს დამუშავება.
ყაზახეთმა მინერალური
სასუქების ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით ბათუმის პორტით დაიწყო. წელს შპს „ბათუმის საზღვაო პორტი“ 50 000 ტონა ყაზახური ამოფოსის გადაზიდვას
გეგმავს.
ყაზახეთიდან
საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა კვირაში 20-მდე გაიზრდება.
"ყაზახეთის
რკინიგზების" შვილობილმა კომპანიამ KTZ Express გადაზიდვები განახორციელა
"შუა დერეფნით" მარშრუტზე "ალმათი (ყაზახეთი) - ფოთი (საქართველო) - ჰიუსტონი (აშშ, ტეხასი)". ტვირთი ჰიუსტონში 16 თებერვალს ჩავიდა.
ფოთის პორტმა
მიიღო გემი MSC Nahara, რომელზეც 4079 TEU მოცულობის 2309 კონტეინერი დამუშავდა. ეს პირველი შემთხვევაა,
როდესაც ნავსადგურმა ერთ გემზე აღნიშნული მოცულობის ტვირთი გადაამუშავა, რომლის საერთო
წონაც 34500 ტონაზე მეტია.
დამტკიცებულია სარკინიგზო ხაზის ტრასა, რომელიც ყარსს (თურქეთი) დააკავშირებს ნახჭევანთან იღდირის (თურქეთი) გავლით. ხაზის სიგრძეა 223,9 კმ; იგეგმება მატარებლების მოძრაობა 160 კმ/სთ-ით. მშენებლობა უნდა დასრულდეს 5 წელიწადში. ხაზის გაზიდვის უნარი შეიძლება იყოს 5,5 მილიონი მგზავრი და 2 მილიონი ტონა ტვირთი წელიწადში. პროექტის დაწინაურება განსაკუთრებით აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ სარკინიგზო ხაზის აშენების პერსპექტივას ირანის ტერიტორიაზე, რომელიც ნახჭევანს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილთან დააკავშირებს. შესაბამისი განზრახულობათა პროტოკოლი გაფორმდა 2023 წლის ოქტომბერში.
წყარო: commersant.ge transcor.ge entrepreneur.com railfreight.com bm.ge businessinsider.ge interpressnews.ge zdmira.com