
2026-03-08
აშშ-ს აპრიორი არ შეუძლია იქონიოს გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ ამერიკაზე, არც მექსიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაც ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეა.
სამხრეთ ამერიკის გეოპოლიტიკური ლიდერი არის კუნძული კუბა. ეს რთული მექანიზმია და ამის უმთავრესი მიზეზია ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მენტალური უფსკნული..
ანუ ტრამპის ფაფხური სამხრეთ ამერიკის დამორჩილებაზე არის გეოპოლიტიკური კანონების უვიცობა, რაც იგივეა ბუნების კანონების წინააღმდეგ რომ წახვიდე. მსგავსი მარაზმატიკული იდეები ბუნების წინააღმდეგ ჰქონდათ კომუნისტებს, როცა ციმბირის მდინარეების კალაპოტის შეცვლა მოინდომეს.
გეოპოლიტიკის სამი უმთავრესი ფაქტორი არის ზღვა, ხმელეთი და მენტალობა. მაგრამ მენტალობა გადამწყვეტია.
ამიტომ მუშაობს დაუღალავად მემარჯვენე პროპაგანდა, ამისთვისაა უთვალავი "ექსპერტ სპეციალისტების" ქადაგებები, თქვენი მენტალობა რომ დაიმორჩილოს. მენტალობის დამონება არის გარანტია რომ ქვეყნების ხმელეთი და ზღვა მიიტაცონ.
ორ საუკუნეზე მეტია გვიჩიჩინებენ, რომ "პატარა ერი", "პატარა სოფელი" ვართ, პატრონი გვჭირდებაო.
ქართველებო, პატარა კი არა უდიდესი ფასის ერი ვართ. მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია სამხრეთული და ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციების ჰარმონიზირება. მხოლოდ ქართველების მენტალობა არის უნიკალური, სრულად გამორჩეული და განუმეორებელი. ერთდროულად ვართ აღმოსავლურიც და დასავლურიც, ჩრდილოურიც და სამხრეთულიც.
ჭიპია საქართველო, კონტინენტის გეოპოლიტიკური ჭიპი. ფიგურა დედოფალი, "ლაზი ერი" რომ ჰქვია [ჭადრაკში].
აბრეშუმის გზის წესრიგში თავისუფალი, დეოლიგარქიზებული ეკონომიკით და დემოკრატიით, საქართველო თავად გახდება სხვა ერების თავისუფლების მცველი და "პატრონ მფარველი".
მიმდინარე გლობალურ გეოპოლიტიკურ "ომში" მტაცებელ ავტოკრატიებსა და თავისუფალ დემოკრატიებს შორის საქართველო არის მთავარი პრიზი - "გრან პრი", ყველაზე მთავარი "გამსვლელი პაიკი", რომელიც უნდა გახდეს ფიგურა დედოფალი.
ევროპის თავისუფალ ბაზარს ებრძვის შავი ოლიგარქიული ბაზარი ტრამპის, ისრაელის და მოსკოვის თამადობით.
საქართველოს გათავისუფლება არის დეოლიგარქიზაცია და ნიშნავს არამარტო მოსკოვის იმპერიის "სიკვდილს", არამედ გლობალური მემარჯვენე ავტოკრატიების დამარცხებას.
ასე რომ მემარჯვენეებო ამა ქვეყნისა, საკუთარი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას მტრობთ, როცა ქომაგობთ ტრამპს, ისრაელს და ზოგადად მემარჯვენე იდეებს.
თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტი