
2025-03-06
TRACECA მონაწილეობდა ზამთრის საერთაშორისო აკადემიაში „მდგრადი ტრანსპორტი და ვაჭრობა“ კიშინიოვში, მოლდოვას რესპუბლიკა.
ეს
ღონისძიება ორგანიზებული იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან
მდგრადი და ციფრული სავაჭრო მარშრუტებისა და ლოგისტიკური კონცეფციების გაძლიერება“
(EasTnT) პროექტის მიერ. EasTnT ("აღმოსავლეთის პარტნიორობა ვაჭრობისა და ტრანსპორტისთვის")
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ფედერალური
სამინისტროს (BMZ) მიერ და ახორციელებს Deutsche Gesellschaft für Internationale
Zusammenarbeit (GIZ) GmbH.
ზამთრის საერთაშორისო აკადემიის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია საბაჟო ოპერაციებში მიმდინარე გაციფრულების პროცესზე, პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორების ციფრულ ტრანსფორმაციას.
წყარო:
მთავრობათაშორისი კომისია IGC TRACECA