News

საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან

2025-03-09

საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ევროპას რუსეთით, ჩინეთით და ირანით ანაცვლებს. ქვეყანაში ირანული კომპანიების რაოდენობა უპრეცედენტოდაა გაზრდილი. მონაცემებს ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს.

2013-იდან  2024 წლის ჩათვლით "ოცნებამ" თეოკრატიულ რესპუბლიკასთან არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა, არამედ პოლიტიკურიც.

ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა:

2000-2012 წლებში საქართველოში 2370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი - 9300 კომპანია.

2012 წელს ირანიდან 82885 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი - 145670 ვიზიტორი.

2001-2012 წლებში ირანიდან 8 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - $40 მლნ.

2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 119 მლნ დოლარი იყო (19 მლნ ექსპორტი, 101 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 2.7-ჯერ მეტი - 322 მლნ დოლარი იყო (37 მლნ ექსპორტი, 285 მლნ იმპორტი).


წყარო: commersant.ge