News

ევროპის კავშირის რეგიონალური მიდგომები სატრანსპორტო სექტორში

2026-02-10

ევროპის კავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვას და მის მეზობელ ქვეყნებს როგორც საკვანძო კარიბჭეებს, რომლებიც ევროპას აკავშირებენ თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და სხვა რეგიონებთან. ევროპის კავშირისთვის სატრანსპორტო დაკავშირებულობის გაუმჯობესებას თურქეთთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ჩათვლით, შეუძლია ნედლეულის და საქონლის უფრო სწრაფი და საიმედო იმპორტის უზრუნველყოფა, აგრეთვე ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მთელს ევრაზიაში, რაც გამოიწვევს ურთიერთმომგებიანი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში, „ჩრდილოეთის დერეფნის“ საიმედობის შემცირების და „სამხრეთის მარშრუტის“ განვითარების შენელების ფონზე, „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი“ (Trans-Caspian Transport Corridor - TCTC) წარმოგვიდგება როგორც ყველაზე პერსპექტიული გზა ეკოლგიურად მეგობრული, დივერსიფიცირებული და გეოპოლიტიკურად მდგრადი მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და აზიას შორის. გარდა ამისა, ტვირთნაკადების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 8 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის“ პოზიციებს, როგორც ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი ეკოლოგიურად სუფთა, დივერსიფიცირებული და მტყუნებამედეგი რეგიონალური დაკავშირებულობის უზრუნველსაყოფად.

ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა ინვესტიციების მოცულობის მკვეთრ ზრდას ინფრასტრუქტურაში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები და ვიწრო ადგილები როგორც ხისტი ინფრასტრუქტურის, ისე რბილი დაკავშირებულობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს პრობლემები იცვლება შედარებით სწრაფი გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც გადამეტტვირთული კვანძების გაზიდვის უნარის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა (მაგ., სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ეფექტიანობის ამაღლება), ისე გრძელვადიან ინვესტიციებამდე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაში (მაგ., ახალი პორტის მშენებლობა).

როგორც წესი, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განხილვის დროს, ჩინეთიდან ევროპაში მარშრუტის გასწვრივ საკვანძო მონაწილეებად სახელდებიან ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აგრეთვე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა და უკრაინა:

• სომხეთი: TEN-T-ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოების გარდა, „ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს“ შეეძლო საოპერაციო სარგებლის მიღება მტყუნებამედეგობის გამაძლიერებელი განშტოებების (resilience-enhancing branches) განვითარებისგან სამხრეთ კავკასიაში (კავშირების აღდგენა სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის), რომლებიც შეიძლება გაიხსნას სამხრეთ კავკასიაში ცოტა ხნის წინ მომხდარი გეოპოლიტიკური ძვრების გამო. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირებას, პოტენციურად განტვირთავს რა გადამეტტვირთულ უბნებს. ამან შეიძლება აგრეთვე მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სატრანსპორტო მიმოსვლა სომხეთსა და ევროპის კავშირს შორის.

• „ფიდერული ხაზების“ (feeder lines) და მულტიმოდალური კავშირების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც უშაულოდ არ მდებარეობენ ძირითადი დერეფნის გასწვრივ, როგორიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, კიდევ უფრო აამაღლებს დერეფნის უნარს გადაზიდოს რეგიონის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული (critical raw materials - CRM) და სხვა საექსპორტო საქონელი ევროპული ბაზრისკენ და თვით რეგიონის ფარგლებში. ეს მაკავშირებელი ხაზები ხელს შეუწყობენ რეგიონში მოქმედი მწარმოებლების ინტეგრირებას ტრანს-კასპიური მიწოდების ჯაჭვებში, გააფართოებს ევროპის კავშირის მიმწოდებლების ვარიანტებს, და სტიმულს მისცემს ინკლუზიურ რეგიონალურ განვითარებას.

• უკრაინის და მოლდოვის შემთხვევები წარმოადგენს რეგიონალური დაკავშირებულობის სქემის განმხოლოებულ, მაგრამ ურთიერთშემვსებ განზომილებას. მათი სტრატეგიული ორიენტაცია განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის კავშირთან ინტეგრაციით, მაგრამ ისინი „ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან“ ურთიერთქმედებენ ჯერჯერობით დასავლეთ მაკავშირებელი რგოლის გავლით შავი ზღვის პორტების და დუნაის დახმარებით, უერთდებიან რა ევროპის კავშირის TEN-T-ქსელს. 

განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები, რომლებიც ავსებენ რეგიონში უკვე რეალიზებულ პროექტებს სტრატეგიის Global Gateway ფარგლებში:

1. განხორციელდეს ინვესტიციები ეფექტიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც შეარჩევენ ევროპის კავშირი Ten-T-ქსელის გაფართოების ფარგლებში და პარტნიორები განვითარების სფეროში, როგორიცაა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD), „მსოფლიო ბანკი“, რომელთა მიზანია ღია, წესებზე დაფუძნებული მართვის სტიმულირება დერეფანში და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც დაიცავენ ქვეყნების და მათი მოქალაქეების გრძელვადიან ინტერესებს „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის“ გასწვრივ, აგრეთვე ევროპის კავშირში.  

2. გაუმჯობესდეს დაკავშირებულობა სამხრეთ კავკასიაში და გამოვლინდეს კვანძები, რომელიც აკლია, TEN-T-ქსელის არსებულ გაფართოებაში, რაც უკავშირდება ცოტა ხნის წინ მომხდარ გეოპოლიტიკურ მოვლენებს, რასაც შეუძლია სომხეთის ინტეგრირება „ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფნში“ მისი მტყუნებამედეგობის ამაღლებისთვის. 

3. სტიმული მიეცეს რბილი დაკავშირებულობის განვითარებას და საერთო სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლებას „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის“ გასწვრივ.

4. სტიმული მიეცეს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას კერძო სექტორთან დერეფანში განსახორციელებელი პროექტების რეალიზაციის დროს, რომელმაც უნდა მოიცვას დაპროექტება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ციფრული სისტემები. ეს საერთაშორისო ნორმებთან თავსებადი სტანდარტების და ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებას შექმნის, წარმოების როლს გაზრდის და მოწინავე რეგიონალური გამოცდილების მიმოცვლას გააუმჯობესებს ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით.

5. გაძლიერდეს მოლდოვის და უკრაინის ინტეგრაცია ევროპულ ქსელებში ხისტ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებისთვის უკვე არსებული ინსტრუმენტების, აგრეთვე რბილი დაკავშირებულების სფეროში მოქმედი ბერკეტების (მაგ., ტრანს-სასაზღვრო პროცედურების ციფრული გადაწყვეტილებები, ციფრული გადაზიდვის დოკუმენტები და ა.შ.) შევსების გზით.

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი