
2025-12-26
რკინიგზის ჩეხური კომპანია, Leo Express, რომელიც ესპანეთის ეროვნული ოპერატორის, Renfe-ის შვილობილია, 2026 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონეთის ქალაქ პერემიშლში პირდაპირი მატარებლების გაშვებას გეგმავს.
მატარებელი პერემიშლიდან დაიწყებს მოძრაობას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბევრი უკრაინელისთვის მსოფლიოს მთავარ კარიბჭედ იქცა. მარშრუტი, ასევე, პოლონეთის ქალაქებს, ჟეშუვს, ტარნუვს, კრაკოვს, კატოვიცესა და ტიხის გაივლის, შემდეგ კი ჩეხეთის რესპუბლიკაში შევა.
გერმანიაში მატარებელი ბად-შანდაუში, დრეზდენში, ლაიფციგში, ვეიმარში, ერფურტში, ფულდეში, ჰანაუში, ოფენბახში, მაინის-ფრანკფურტსა და მის აეროპორტში გაჩერდება.
მარშრუტის მთლიანი მანძილი 1300 კილომეტრს აჭარბებს.
პირველი რეისი, სავარაუდოდ, 2026 წლის 25 ივნისს შესრულდება. პერემიშლისა და ფრანკფურტის სადგურებს შორის ბილეთის ფასი 10 ევროდან დაიწყება. თავდაპირველად ბილეთები წინასწარი დაჯავშნის გარეშე გაიყიდება, თუმცა Leo Express იანვრიდან ადგილების სრული დაჯავშნის სისტემისა და ბიზნეს-კლასის დანერგვას გეგმავს.
Leo Express აღნიშნულ მარშრუტს მატარებლების არსებული პარკით მოემსახურება, რომელიც მგზავრებს Wi-Fi-ს, დენის წყაროს, კონდიციონერსა და კვების სერვისს სთავაზობს.