
2025-08-06
„ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის ძირითადი კომპონენტი - ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობისთვის საზღვაო მარშრუტის კვლევა დაიწყო
პროექტის ფარგლებში, კასპიის ზღვის ფსკერზე 380 კმ სიგრძის ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელი გაივლის, რომელიც სუმგაითს (აზერბაიჯანი) და აქტაუს (ყაზახეთი) დააკავშირებს. მშენებლობის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტს აზერბაიჯანიდან AzerTelecom და ყაზახეთიდან Kazakhtelecom ახორციელებენ. ტექნიკურ ზედამხედველობას და საკონსულტაციო მხარდაჭერას აშშ-ში დაფუძნებული კომპანია „Pioneer Consulting“ უზრუნველყოფს
ტრანსკასპიური ბოჭკოვანი კაბელი „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია - ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფანი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და თურქმენეთში გაივლის.